|
2016-12-28 09:09:21, 823 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შსს-ს ბულგარეთის მხარესთან სამართლდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, რის საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა 2015 წელს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, რუმიანა ბაჩვაროვას ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულების - „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილმა და დესისლავა ივანოვამ საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და ბულგარეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. შს მინისტრი ბულგარეთის ელჩს სამინისტროს ახალი დეპარტამენტის - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა, მისი მუშაობის პრინციპები და დანიშნულება გააცნო. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა დესისლავა ივანოვას, შს სამინისტროს სახელით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)