16:26 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 11:09:19, 1341 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: უმჯობესია, პარტიას ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე, რაც არაფრით აკნინებს მისი დამფუძნებლის ფუნქციას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით,  ყრილობაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

როგორც ბაქრაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, 99%-იანი ალბათობით, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის ადგილი  ვაკანტური დარჩეს:

"თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მეც ვიხრები, რომ პარტიის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია, ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე, რაც არაფრით არ აკნინებს მისი დამფუძნებლის და ლიდერის დამსახურებას და ფუნქციას. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება, დევნის გამო, უკრაინაში და მასთან ერთად რომ აქ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ეს პარტიისთვის კარგია, მაგრამ შეიქმნა ისეთი ემოციური ფონი, რასაც მოჰყვა კიდეც ჩემი თანაგუნდელების მიერ მწვავე განცხადებები, ამიტომ  არ ვაპირებ თავმდჯომარეობას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics