07:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 10:50:02, 1244 ნახვა

საზოგადოება
ურეკში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა

ურეკში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. რაც შეეხება დაშავებულს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics