|
2016-12-22 18:15:13, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანებულ ექსპერტებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანებულ ექსპერტებს შეხვდა. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო სექტორთან ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ჩამოყალიბებული არასამთავრობო სექტორთან. ჩვენ ვართ ძალიან ღია მათი რჩევების მიმართ, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულების, ხედვების მიმართ და გვინდა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად ნაყოფიერად გაგრძელდეს. რამეთუ სამოქალაქო სექტორთან ჩვენი უწყების გახსნილი თანამშრომლობა ჩვენი უწყების რეალურად არის ბაზისი და პრერეკვიზიტი იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო სწორი მიმართულებები გვექნება, უფრო სწორი და გახსნილი დემოკრატიული თანამშრომლობა ჩამოგვიყალბდება მათთან, რაც იქნება ინტეგრაცული პროცესების და ქვეყნის შიგნით გასატარებელი რეფორმების ძალიან კარგი საფუძველი. ამიტომ, მე ვაპიებ მომავალშიც გავაგრძელო და ამავე დროს გამოვიყენო წინასაახალწლო, წინასაშობაო პერიოდი და საქმიანის გარდა, მივულოცო კიდეც დამდეგი დღესასწაული“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)