06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:39:20, 1143 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა.

„დენტოკლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

კლინიკა უახლესი საანესთეზიო, დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყველა ასაკობრივი ჯგუფის პირზეა ადაპტირებული. უნიკალური საოპერაციო ბლოკის საშუალებით, პაციენტს სრული სტომატოლოგიური მკურნალობა, ადგილზე დიაგნოსტირებით ჩაუტარდება. კლინიკაში სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით გაკეთდება. მისი მეშვეობით, თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა ერთ ეტაპად იქნება შესაძლებელი. კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების სასტერილიზაციო მოქმედებს. ექიმი-სპეციალისტები დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური კაბინეტების გამოყენებით მკურნალობას სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით უზრუნველყოფენ.

სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით „დენტოკლუბმა“ უკვე 3 წელია დანერგა. ახალი ფილიალი ნარკოზით სტომატოლოგიის გაფართოვების მიზნით გაიხსნა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics