06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 09:31:50, 1061 ნახვა

საზოგადოება
გუდაურის, თეთნულდის და მიტარბის კურორტებზე ახალი საბაგიროები გაიხსნება

უახლოეს დღეებში გუდაურში, თეთნულდზე და ბაკურიანში, მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, ზამთრის სეზონზე  უამინდობის გამო, ხშირი შეფერხებებია. მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრს დაავალა, ტურისტებისთვის კურორტებზე შეფერხებების გარეშე გადაადგილება უზრუნველყოს.

„მინდა, ინფრასტრუქტურის მინისტრს დავავალო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ შეფერხებები არ ჰქონდეთ ტურისტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ ამ კურორტებზე დაისვენონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული დამსვენებელი აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის, რამედ ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics