|
2016-12-16 15:38:59, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ საქართველოსთვის დადებითი შედეგი მოიტანა
„გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა მხარდაჭერამ დადებითი შედეგი მოიტანა“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში გამართულ გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანია-საფრანგეთს შორის წლების მანძილზე დამყარებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების მიმართულებით. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 25 წლის განმავლობაში გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკურ- პოლიტიკური სტატუსის განმტკიცების კუთხით. ორივე ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზით საქართველოს სტაბილურ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა. ჯანელიძემ საკუთარ მიმართვაში ასევე ისაუბრა გერმანია-საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამის დასტურად მიხეილ ჯანელიძემ ბოლო წლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა, ასევე მედიის თავისუფლების, საინვესტიციო გარემოს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და არჩევნების წარმატებით ჩატარება დაასახელა. „წარმატებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად პოზიციონირებას და საშუალებას აძლევს ქვეყანას შეასრულოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ევროპის სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია,"- აღნიშნა მინისტრმა. მისივე შეფასებით, მსგავსი მასშტაბის გერმანულ-ფრანგული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური და გერმანული და ფრანგული ბიზნეს წრეების დაინტერესების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია. თბილისმა პირველად უმასპინძლა გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს, საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)