00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 11:10:11, 794 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება აღდგება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შაუმიანის მექანიკური სარწყავი სისტემის და იმირასანის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 10 კილომეტრი სიგრძის დახურული საირიგაციო ქსელის მოწყობა, რომელიც  დაბა შაუმიანისა და სოფელ ხიხანის 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოამარაგებს სარწყავი წყლით. 

დღეისათვის უკვე გაყვანილია 4 კილომეტრი მილსადენი.  სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 2 734 375 ლარია, 2017 წელს დასრულდება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics