23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:24:17, 1084 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონულ დოკუმენტს და ხელმოწერას იურიდიული ძალა მიენიჭება

საქართველოს მთავრობამ  პარლამენტისთვის შესათავაზებლად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა,  რომლის წამყვანი კანონპროექტი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტროული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონია.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავრობამ  საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მინისტრის თქმით, ქაღალდზე წარმოდგენილი დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონულ ხელმოწერას:

 „ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეს, მოქალაქესა და კერძო სექტორს შორის, ბიზნესმენებს, კომპანიებს შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლა, და ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, სადაც ქაღალდზე წარმოდგენილი დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას მიენიჭება ტოლფასი იურიდიული ძალა მატერიალური სახით, ანუ ქაღალდზე გაკეთებული ხელმოწერისა და ასევე შემოვა იურიდიული პირებისთვის ელექტრონული შტამპის ინსტიტუტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხო გარემოში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების წესების დაცვით დისტანციაზე მოახდინონ იდენტიფიცირება თავიანთი მომხმარებლის, რაც ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სადაზღვევო, საბანკო და სხვა სისტემებს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში, ხოლო სრულად 2018 წლიდან ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics