09:22 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 13:41:42, 1095 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ ოპონენტებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ოპონენტებს და თანაგუნდელებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული  გადაწყვეტილება ულოცა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს.

"ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს მთელი წლების განმავლობაში ერთგულების გამო, რაც მან ზოგადად ევროპული ფასეულობებისადმი გამოხატა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, მე მინდა მივულოცო ჩვენ ოპონენტებს და მინდა მივულოცო ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც ამაზე ძალიან ბევრი იმუშავეს. ასევე იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ჩვენ შეიძლება არ ვიცით, მაგრამ შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ამ პროცესში.

ეს არ არის ბოლო გაჩერება, ეს არის ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ მართლაც სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის და მას შეუძლია კონკრეტული სიკეთე მოუტანოს ჩვენ მოქალაქეებს განსხვავებით ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც მუქარის და პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის“,-განაცხადა ხოშტარიამ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics