22:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 16:57:36, 1298 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ფორუმი „პარტნიორობა უკეთესი დასაქმებისათვის“ ტარდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ბათუმის საზღვაო აკადემიიდან აცნობეს, ფორუმის ძირითადი მიზანია კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება.

მათივე ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს, რომ საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან.

„გამომდინარე აქედან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გეგმავს 15 დეკემბერს, დღის 10:00 საათზე გამართოს მასშტაბური დამსაქმებელთა ფორუმი, რომელსაც დაესწრებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიაში, აგრეთვე რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული დაწესებულებებისორგანიზაციების გადაწყვეტილების მიმღები წარმომადგენლები“,-აცხადებენ ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics