20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 09:19:46, 923 ნახვა

საზოგადოება
კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ სანიტარული ჭრა განხორციელდა

თბილისის შემოგარენში სანიტარული ჭრა გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ, ფიჭვნარ კორომებში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა სანიტარული ჭრის ღონისძიებები განახორციელა, რაც საღი მცენარეების დაავადების პრევენციული ღონისძიებაა და ქალაქის მასშტაბით მწვანე საფარის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ  3700 გამხმარი ფიჭვი იყო მონიშნული. მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 55 ათასი გამხმარი ხე მოინიშნა, რაც წლის ბოლომდე უნდა მოიჭრას.

2013-2015 წლებში  ევროპიდან  მოწვეული ექსპერტები  ქართველ კოლეგებთან ერთად  თბილისის შემოგარენის ფიტო-სანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ და ხმობის გამომწვევი მიზეზები დაადგინეს.  

მსგავსი მასშტაბის სანიტარული ჭრები თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე ათეული წელიწადია არ განხორციელებულა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics