20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 00:57:59, 1562 ნახვა

საზოგადოება
სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები, თუმცა ამ დროისთვის მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, მოედანთან განხორციელდა ორი აფეთქება, რის შემდეგაც ისმოდა სროლის ხმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics