|
2016-12-08 15:03:11, 1016 ნახვა
პოლიტიკა
მერია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ძველ თბილისში 2 ჰა-მდე მიწის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერია ძველ თბილისში 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს, მორიგ სიცრუეს უწოდებს. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებისამებრ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს: „გვინდა განვმარტოთ, რომ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. „დაკიდული ბაღები“-ს მოწყობის მიზნით გადაეცა. ამასთან, საიჯარო პერიოდში, კომპანიამ აიღო ვალდებულება სკვერის რეაბილიტაციის მიზნით 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, 19747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, განახლდება არსებული და მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, სკამები, აღდგება მწვანე საფარი და სარწყავი სისტემა. აღსანიშნავია, რომ საიჯარო პერიოდში კომპანია სკვერის მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალაქს შეემატება კიდევ ერთი აქტიური სარეკრეაციო ზონა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები დასვენებას და თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ. შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ისთვის ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მერიის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მიიღო და აღსანიშნავია, რომ მას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემაც დაუჭირა, რომელმაც დღეს მისსავე მხარდაჭერილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი „საეჭვო ვითარებაში სხვისდება“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა და ნათელი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფრაქციის თავმჯდომარე, წევრებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს დაკავებულ თანამდებობას. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავი შეიკავონ მსგავსი სახის მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან და დაკავებული თანამდებობები ნაცვლად ტყუილებისა გამოიყენონ თბილისისა და თბილისელებისთვის საკეთილდღეო საქმეების განხორციელების მიზნით“,-აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. მერია განცხადებასთან ერთად, სკვერის რეაბილიტაციის ესკიზებსაც აქვეყნებს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)