12:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 16:41:50, 510 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, კვალიფიკაციის ამაღლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  მთავრობის მიერ დასახული მიზნების მიღწევისთვის, აუცილებელია ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება, რაც მისივე განმარტებით, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს. 

„იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უმნიშვნელოვანესია ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს. კვალიფიკაციის ამაღლება ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. უკვე ხორციელდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა, რაც  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფას გულისხმობს.

„მთავრობა ზრუნავს  მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სთავაზობს მათ ახალ სისტემას, რომლის ფარგლებშიც მოხდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა. მთავრობა მხარს უჭერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ  განათლების სისტემის აქტიური ნაბიჯები ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით გააუმჯობესებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს და ახალგაზრდობას  პროფესიული რეალიზაციის ახალ პერსპექტივებს გაუჩენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს საქართველოს მთავრობის მიზანია, აგრეთვე, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics