02:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 21:58:26, 1069 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში აშშ-ს ელჩს სამანტა პაუერს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, როგორც საქართველო - ამერიკის ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე, იმ საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დგება გაეროში', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრაზე სამანტა პაუერი ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის საკითხით დაინტერესდა. მხარეებმა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრეს.

განიხილეს ასევე, საქართველოს OGP-ის მომავალი თავმჯდომარეობის თემაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics