16:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 15:29:55, 1112 ნახვა

საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის იუსტიციის სამინისტროში ვაკანსია გამოცხადდა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ვაკანსია გამოაცხადა.

სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დასაქმებას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე სთავაზობს.

ოპერატორის სამსახურებრივი საქმიანობა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და რეგისტრაცია (ინფორმაციის დამუშავება და ელექტრონულ ბაზაში ასახვა); მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება ან მისი საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება. ოპერატორის ვალდებულებებში შედის, აგრეთვე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობრივი აღრიცხვა და სტატისტიკური  მონაცემების ამსახველი ელექტრონული რეესტრის მომზადება.

იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს, რაც კონკურსში გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს. შშმ პირები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშიც არიან დასაქმებულნი. ცენტრალურ აპარატში, სერვისების განვითარების სააგენტოში, სმართ ლოჯიქში, ნოტარიუსთა პალატაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო რეესტრსა და ეროვნულ არქივში, ჯამში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 25 პირი მუშაობს.

ვაკანსიით დაინტერესებულებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე შეუძლიათ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/40693.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics