|
2015-03-24 12:13:14, 5034 ნახვა
სპორტი
გედევან ფოფხაძე: პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლაზე ვერავის მიყვანას ვერ უზრუნველყოფს
„როდესაც პრეზიდენტი მსგავსი ფორმატით საზოგადოების წინაშე წარდგება ხოლმე, პარლამენტი ამ დროს ღიაა და შესაძლებელია ამ გამოსვლას მსურველები დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი იქ ვერავის მიყვანას ვერ უზრუნველყოფს“ ,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ფოფხაძის განცხადებით, მთავარობამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაესწროს თუ არა პრეზიდენის გამოსვლას. დეპუტატმა ყურადღება კონსტიტუციის ცვლილებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ლოგიკური იყო პრეზიდენტთან დებატები მაშინ, როდესაც ის პასუხისმგებელი იყო მთავრობის მუშაობაზე, დღეს კი პრეზიდენტი პარლამენტს მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. „ შეუძლებელია პარლამენტმა მთავრობას ან ვინმეს რეკომენდაციით მიმართოს და პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება სთხოვოს, ეს არაკორექტული იქნება. მთავრობამ და თითოეულმა მისმა წევრმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, სურს, თუ არა მას დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. შარშანაც და წელსაც ხელოვნური აჟიოტაჟი ატყდა ამ თემის გარშემო. შეიცვალა კონსტიტუცია და ეს აისახა პრეზიდენტის გამოსვლაზეც. თუ მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება, ეს არ არის კატასტროფა. რაც შეეხება ინსტიტუციების პატივისცემას, ყველა ინსტიტუცია ავტორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ ამას მეორე ინსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს. რაც დებატებს შეეხება, ეს მაშინ ლოგიკური იყო, როცა პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, დღეს ის მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს,რაზე უნდა ედებატონ? მე, პირადად, სხდომას დავესწრები, მაგრამ რაიმეს თქმას და ჩემი მოსაზრების გამოხატვას არ ვაპირებ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)