23:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 18:04:07, 804 ნახვა

პოლიტიკა
შულცმა კვირიკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში მიღწეული გამარჯვება მიულოცა, - შესაბამისი განცხადება მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შინაარსიანი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა, თუმცა ტელეფონით ინტენსური კომუნიკაცია გვქონდა. მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს არჩევნებში მიღწეული დიდი გამარჯვება. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული შედეგია. გულწრფელად ვისურვებდი, რომ მეც მქონოდა ასეთი საარჩევნო წარმატება. ეს შესანიშნავია“,-აღნიშნა შულცმა ბრიუსელში.

ამასთან, შულცის განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

"ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში.", - განაცხადა შულცმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics