21:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 15:52:43, 1374 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება

ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება.

არსებული ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროდეპუტატები შესაბამისი რეგლამენტის 2016/0142(COD) განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება. 

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99%-ი "შეჩერების მექანიზმის" მომხრეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაცია 2016 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics