|
2016-11-28 14:38:44, 987 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა
აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარედ 36 წლის დავით გაბაიძე აირჩიეს. დავით გაბაიძე, პროფესიით იურისტი (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი) გახლავთ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი; შპს ,,ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ს არბიტრი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. გაბაიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკი" იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით. 22 წლის ასაკიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)