12:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-27 14:03:15, 862 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დევნილთა დასახლების სარწყავი წლის უზრუნველყოფის მიზნით პროექტს ახორციელებს

წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს ახორციელებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და  გამანაწილებელი ქსელი.  

მათივე ცნობით, დღეისათვის, უკვე გაყვანილია ჯამში 20 კმ  სხვადასხვა დიამეტრის მილი.  

პროექტის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება  წეროვანის დასახლების 2 000-ზე  მეტი ოჯახის 80 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთი. პროექტის ღირებულებაა 2 080 900 ლარი.  

 წეროვანში მიმდინარე სამუშაოებს  გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის  გუბერნატორის მოადგილე  დავით ჯალაბაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში  2012 წლიდან დღემდე  დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობი რეგიონში 9 600 ჰექტრამდე  გაიზარდა.  

(NS) 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics