2016-11-26 19:41:11, 2002 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა საქართველოში მოხდეს
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა სწორედ საქართველოში მოხდეს,“ - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7- მილიარდიანი ბაზარი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უმსხვილეს კორპორაციებთან ჩინეთის, მათ შორის, შანხაისა და სხვა რეგიონებიდან, რათა მათ სწორედ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები.
მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპასა და სხვა რეგიონების მიმართულებით გაიტანოს და ამით ქვეყანამ დამატებითი სავალუტო შემოსავალი მიიღოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან