11:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:00:38, 666 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.

როგორც სოფლისო მეურნეობის სამინისტროდან" ექსპრენიუსს აცნობეს, შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში,  „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორაგნიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში აგროდაზღვევის სისტემის სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონსულტანტმა, თურქეთის რესპუბლიკის აგროდაზღვევის სისტემის (TARSIM) დამფუძნებელმა, ერიხ კასტენმა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის განვითარების ხედვა წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა. 

აგრარული დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებული აგროდაზღვევის სისტემის სრულყოფა. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ქვეყანაში მივიღოთ აგროდაზღვევის სასურველი მოდელი, რომელიც სასოფლო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) 2015 წლიდან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ფერმერებისათვის აგროდაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელმისაწვდომობისა და შემოსავლის შენარჩუნების ხელშეწყობაა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics