16:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 18:16:53, 1018 ნახვა

პოლიტიკა
პუტინმა რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის საერთო ჯარის შექმნის შესახებ კანონის რატიფიკაციას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რატიფიკაციის კანონს, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ, ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.
 
როგორც მედია საშუალება იუწყება, შეთანხმებას ხელი 2015 წლის 21 ნოემბერს მოეწერა.
 
"შეთანხმების" თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანაა „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) ადეკვატური რეაგირება, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ“. გაერთიანებულ დაჯგუფებაში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო და საარტილერიო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი შევა. დაჯგუფებას რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

„რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics