08:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-20 15:57:35, 863 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

მათივე ცნობით, გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს.  კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს.  ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა  დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით,  უკეთესი გარემოს შექმნაში.    ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები.  ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.

აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით,   80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics