2016-11-18 18:06:07, 2231 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინული ავიაკომპანია „დარტი“ კიევსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია „DART“ იწყებს, რომელიც კიევსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
როგორც უწყებიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.
ფრენები ყოველ პარასკევსა და კვირას, Airbus 320 და 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია „დარტის“ გარდა საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ და „იან ეარი“ ახროციელებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან