|
2016-11-15 15:40:37, 1231 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ბუნდოვანია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის კანცელარიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს აღწერს და შემდგომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მიგვითითებს ტყუილი და აბსოლუტურად ბუნდოვანია. მისი თქმით, მთავრობამ არ იცის მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნოს. „სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად ის ხდება, რაზეც წლებია მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ ბიუჯეტის ასეთი უყაირათო ხარჯვა, შიდა ვალების აღება, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ქვეყანას ასეთ სავალალო შედეგებამდე მიიყვანდა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის განცხადება. ის გაჯერებულია ტყუილებით და არაკომპეტენტური მოსაზრებებით. მანამდეც არაერთი ტყუილი მოგვისმენია. გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა და ხადურმა ქამრების შემოჭერის პროგრამა გამოაცხადეს, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ იმისთვის რომ მდგომარეობა გამოსწორდეს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მთავრობაში მოვიდა, ეკონომიკური ზრდა განულებულია. ამიტომ, დღესაც ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი დაანებოს ტყუილებს და ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, ბიუჯეტი ყაირათიანად ხარჯონ, შეწყვიტონ შიდა ვალების აღება და გადადგან ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს. მინდა დეტალურად გავყვე იმ პუნქტებს რაზეც განცხადებაშია საუბარი. 1. ამბობენ, რომ მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციაა. დაგვისახელონ სად ხდება ეს?! არ შეიძლება განცხადებაში მთავრობამ თქვას რაღაც, რასაც ვერ ასაბუთებს. ეს ტყუილია. 2. როცა აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილია სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, უნდა შევხედოთ საქსტატის მონაცემებს, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. აქ აღნიშნულია, რომ ექსპორტი 7%-ით შემცირებულია. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს რომ ექსპორტი უნდა წახალისდეს, ექსპორტი მცირდება. იმპორტიც მცირდება. თვითონ საქტატიც ამბობს, რომ თუ გამოვაკლებთ ც ჰეპატიტს სამკურნალოდ ნაჩუქებ მედიკამენტებს, იმპორტი შემცირებულია 2%-ით. ანუ ის რომ თითქოს იმპორტი გაიზარდა და ამის გამო მეტი ვალუტა გადის, ტყუილია.
3. საუბრობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. რა განცხადება გააკეთა 2015 წელს პარლამენტში კვირიკაშვილმა, როცა 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა? ახსენეს ქამრების შემოჭერა?! ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება?! ფუფუნების საგნებზე უარის თქმა?! და რა გააკეთეს?! შედეგი ნულია. ისინი ერთიდაიმავეს ამბობენ და რეალურად არაფერს აკეთებენ. მათ არ იციან მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნონ“, - ნათქვამია ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაში.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)