09:04 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 23:34:56, 819 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო

თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა "2030"-ში განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, იბრძოლებს თუ არა მეორე ვადით თბილისის მერობისთვის, ეს პოლიტიკური კონსენსუსის საგანია და ის დაემორჩილება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურად იქნება მიღებული. მისივე განცხადებით, მომავალი წლის არსენალში მას ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა აქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე - მეორე ვადაზე.

„თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი. მომავალი წლის არსენალში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე - მეორე ვადაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics