|
2015-03-20 16:11:37, 2411 ნახვა
სამხედრო
ქართული არტილერია 23 წლის იუბილეს აღნიშნავს
ქართული არტილერია 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა, ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ყურადღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არტილერიის მნიშვნელობასა და მის გაძლიერებაზე გაამახვილეს. საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა ოფიცრები თავდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვიცე-პოლკოვნიკებს მამუკა აფციაურსა და თამაზ ხმიადაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, საშტატო იარაღები - სნაიპერული შაშხანები გადასცა. საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები "გენერალი კვინიტაძე", „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღეს. დღესვე, არტილერისტებს გენერალური შტაბის უფროსის, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისა და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის სახელით, მადლობა გამოეცხადათ. ქართველმა არტილერისტებმა პროფესიული დღე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნეს. პირად შემადგენლობას დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა მიულოცეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)