03:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:40:28, 848 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქურდიანის ქუჩა 4-სა და 6 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 21  და მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსებთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკვერების რეაბილიტაციას ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვლება დაზიანებული დეკორატიული ფილები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და ა.შ.

 სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 9 მისამართზე.

კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად განაახლა სკვერებში არსებული ამორტიზებული ინვენტარი.

 2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, ხოლო 51 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics