|
2016-11-08 23:08:59, 793 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერისგან ინფორმაცია არ მიუღია. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრემიერთან ამის შესახებ საუბარი არ ჰქონია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მთავრობაზე როგორც მოქმედზე, ასევე მომავალზე, პასუხისმგებელი არის პრემიერი. "ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა. ჩემი პირადი რწმენაა, რომ პრემიერს და მინისტრებს მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისე ვეკონტაქტები, სხვა არ მაინტერესებს," - აცხადებს მარგველაშვილი. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერთან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა აქვს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებების კუთხით.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)