00:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 10:34:50, 768 ნახვა

პოლიტიკა
ტომ მერინო: არჩევნების სამართლიანად ჩატარება ადასტურებს, რომ საქართველოში ხალხის აზრს პატივს სცემენ

ამერიკელი კონგრესმენი ტომ მერინო (რესპუბლიკელი - პენსილვანია) საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

კონგრესმენის თქმით, ის ფაქტი, რომ თავისუფალი არჩვენები ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ უკვე მესამედ იმართება, დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლაზე მიუთითებს. 

„სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოში ტრადიციად იქცა, ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთავრობის ფორმირებას, ისე ხალხის აზრს. ვულოცავ საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და რეგიონში დემოკრატიული ლიდერის სტატუსის მოპოვებას.  ეს მიღწევა საიმედო გზავნილია მომავლისთვის და მე მოუთმენლად ველი ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას", - ნათქვამია ტომ მერინოს განცხადებაში.

კონგრესმენის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics