23:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 14:56:50, 828 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის მე-8 საარჩევნო უბანზე პარტიის დამკვირვებელი სცემეს

სოფელ შაუმიანში, მარნეულის საარჩევნო ოლქის მერვე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი სცემა, ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პარტიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მუშაობას აკვირდებოდა და უწევდა მონიტორინგს აკეთებდნენ თუ არა ხელმოწერებს კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებზე და უსვამდნენ თუ არა ბეჭდეს. სწორედ ამ დროს კომისიის წევრებმა დამკვირვებელს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

"უბანზე შევიდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელმაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩვენი დამკვირვებლის გაძევება მოსთხოვა. თავმჯდომარემ ამ დირექტივის დაუყონობლივი აღსრულება დაიწყო, ნანა მინასიანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რადგან სახეზე იყო უკანონო გადაწყვეტილება. სწორედ ამ დროს მას კომისიის ერთ ერთმა წევრმა დაარტყა"- განუცხადა რუსთავი 2-ს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა.

როგორც "ექსპრენიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. 

"ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა", - განუცხადეს შსს-ში "ექსპრენიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics