17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 20:34:45, 704 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში

პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, "ქართულ ოცნებას" ქუთაისში ბევრი და დიდი გეგმები აქვს, და 5-10 წლის შემდეგ შეიძლება ვერავინ შეამჩნიოს ქუთაისში პარლამენტის არსებობა.

„არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში და ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირი პრობლემას არ ქმნის. ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზებული რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნა ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს არის თუ არა იქ პარლამენტი. ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ, სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა“, - განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics