09:33 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 10:53:59, 1163 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველოს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება აქვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით აფხაზებს, აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

ციხელაშვილის თქმით, საქართველო ვალდებულია,  აფხაზური ენა დაიცვას.

„მინდა, მივულოცო მთლიან საქართველოს, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებას  აფხაზური ენის დღე.აფხაზური ქართულთან ერთად არის კონსტიტუციური ენა და საქართველოს აქვს ვალდებულება აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.ენა წარმოადგენს ნებისმიერი ეთნოსის საყრდენს, და მისი წარსულისა  და მომავლის საყრდენს. ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზურ ენაზე ზრუნვა და ვფიქრობთ, რომ, ეს არის ის საერთო ამოცანა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ურთიერთობების აღდგენის, ჩვენი შერიგების და ჩვენი ერთიან, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში თანახოვრების, სადაც ყველა ეთნოსი არის დაცული, აქვთ განვითარებისთვის თავისუფალი სივრცე“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics