08:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 23:00:46, 1371 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის ელჩი: არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა. 

მისი განცხადებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას, ხალხების რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების.

დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. 

რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics