16:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 17:41:45, 767 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ტარდება

თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ახალ მზერას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ტარდება.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინა ონიანი დაესწრო.

გამოკვლევები ორი დღე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მაღალკვალიფიციური ექიმები მიიღებენ. დევნილებს ვიზომეტრია /კორექციით (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და სათვალის შერჩევა), ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა), ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), ბიომიკროსკოპია (თვალის გამჭვირვალე არეებისა და ფერადი გარსის ნაპრალოვანი ნათურით დათვალიერება) და შირმერის ტესტი (თვალის სიმშრალის ტესტი) ჩაუტარდებათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხავ სათვალეს შეურჩევენ.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics