16:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 19:41:03, 823 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ "თბილისზე მზრუნველი" მოქალაქეები დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა.

როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ  მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს, N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და მედალიონები გადასცა.

„გილოცავთ! თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქალაქის წინაშე!  რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით  გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, უკვე მესამე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.

ღონისძიება, "თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გაიმართა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics