20:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 18:34:48, 619 ნახვა

პოლიტიკა
საია შს სამინისტროს მოუწოდებს, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე პოლიციელთა დამატებითი ჯგუფები გაგზავნოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მარნეულში პოლიციელების შესაბამისი რაოდენობა გაუშვას.

მათი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულია პოლიციელი და ეს დაუშვებელია.

”ადამიანების გარკვეული რაოდენობა ძალიან აგრესიულად მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი. ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა. განსაკუთრებით ასეთი ვანდალური ფორმით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მხრიდან კანონის და წესების დაცვა, დაგმონ ძალადობა და მოუწოდონ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ იყოს წახალისებული. მოვუწოდებ შსს-ს მიიღოს შესაბამისი ზომები და გაგზავნოს პოლიციელები ადგილზე. დარწმუნებული ვარ, ეს ზომები მიღებული იქნება”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics