12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:47:49, 740 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, თამარ ჩუგოშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბოლოო პოლიტიკური შეთანხმებაა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას

"დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები  უვიზოდ იმოგზაურებენ  ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა  საპარლამენტო  არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს  იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი  მტკიცებულება და დადასტურება იმის,  რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  დამაჯერებელი  გაიმარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ  პოზიტიურ განვითარებას", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics