12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 14:52:40, 564 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი და გიორგი ლილუაშვილი ხონში მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.

ნოდარ ჯავახიშვილმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ყველა ის ადგილი სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, კონკრეტულად კი ის გაეცნო სოფელ ძეძილეთის პრობლემას სადაც ადგილობრივები ე.წ. ბონდის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ, ნოდარ ჯავაიშმა ასევე დაათვალიერა სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენის წყლის სანაპირო სადაც ნაპირ სამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.ტურისტული ინფრასრუქტურის გუმჯობესების მიზნით გარკვეული სამუშაოები იგეგმება სოფელ გორდსა და კინჩხაში.ინფარასტრუქტურის მინისტრი ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად სოფელ ქუტირის მოსახლეობასც შეხვდა, რომლებსაც საკანალიზაციო სისიტემის პრობლემა აქვთ.

„ჩვენ შევხვდით ყველა იმ სოფლის მკვიდრს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობელემები აქვთ, ასევე დავათვალიერეთ გორდისა და კინჩხის ტურისტული ინფრასტრუქტურა სადაც მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მინისტრი პირადად გაეცნო ყველა საკითხს და მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემები  ეტაპობრივად მოგვარდება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრების დასასრულს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics