04:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:32:35, 1426 ნახვა

სამართალი
წალკის რაიონში 34 წლის მამაკაცი მოკლეს

წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში 34 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრეს-სამსახურმა აცნობა, მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics