07:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 14:05:21, 697 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს მხარდაჭერას და გვერდში დგომას

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ფასანაურის, ჟინვალის, ანანურის, ჭოპორტის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, ყვავილისა და დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 „მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი“ ქვეყნის მოსახლეობის მოწონებას იმსახურებს. სწორედ სოფლის გაძლიერებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარება სასიკეთოდ იმოქმედებს როგორც მოქალაქესა და მის ოჯახზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე. ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს მხარდაჭერას და გვერდში დგომას“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics