13:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 13:47:43, 755 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ბურჭულაძემ რეკორდები მოხსნა, ასეთი იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია

ბურჭულაძემ მაგარი რეკორდი მოხსნა, ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი არავის შემოუტანია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს.

"ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა, მოვიდა თუ არა, მეორე დღესვე საკუთარ გუნდს, ვინც მოიყვანა, დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც მაგარი რეკორდები დაამაყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი, არავის შემოუტანია, ასეთ მოკლე დროში, როგორც მან მოახერხა. მან ოდესღაც ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ არ ეცრუა. საოცრებებს აკეთებს ყველა დღეს. ბევრი ანეკდოტი დადის. ყველას უნდა ოპონენტად ნახონ ივანიშვილი, გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათონ, სადაც ისინი არიან რეალურად, ახლოს არიან მათთან. მაინცდამაინც ჩემი ჩათრევა დებატებში და ამით იმიჯის გაუმჯობესება უნდათ",- განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics