00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:27:03, 832 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის საჯარო განხილვებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საჯარო განხილვების ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაგაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. 

ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეული არიან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ქართული მხარისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics