23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 11:12:43, 792 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში,  ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 27 სექტემბერს  ევროპარლამენტში  დაგეგმილია პოლიტიკური დიალოგი თემაზე: „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები“.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიის ორგანიზატორია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრიას მამიკინსი.

სახელმწიფო მინისტრი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დისკუსიის მონაწილეებს.

პოლიტიკური დიალოგის პირველ სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ, დისკუსიის მეორე ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების  განხორციელებისა და გამოწვევების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძეს, აგრეთვე, დაეგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპარლამენტრებთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics