23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 23:10:43, 806 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ დაფუძნებას დაესწრო

დღევანდელ შეხვედრაზე ზესტაფონის მკვიდრი აქტიური ქალბატონები შეიკრიბნენ და ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ დააფუძნეს. ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო. 

ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ თავმჯდომარემ შეხვერდაზე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაცია დღეიდან იმუშავებს. შეხვედრაზე შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

„მივესალმები ჩვენს ქალაქში ქალთა საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეული ზესტაფონელის ჩართვა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ციალას მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რომელიც ზესტაფონის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად შევძლებთ ზესტაფონის და ზესტაფონელებისთვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთებას“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ შეხევდრაზე ქალთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. 

​„ჩვენი ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ აქტიურად ჩაერთვება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს ქალბატონებს ზესტაფონში. მათ შორის ჩვენი მიმართულება იქნება ქალთა უმუშევრობის საკითხები და მისი მოგვარებისთვის განვახორციელებთ არაერთ პროექტს. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო თითოეულ ზესტაფონელ ქალბატონს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი“ - მიმართა ციალა ნებიერიძემ შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics