01:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:58:10, 1632 ნახვა

სამართალი
მელია: „თავისუფალი ზონის” წევრი ბესო კალაძე სუს-ის მიერ გადმობირებული ადამიანია

ბესო კალაძე სუს- ის მიერ გადმობირებული ადამიანი იყო,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში" შესაძლოა შემოგზავნილი ადამიანები არსებობდნენ.

 „ძალიან დიდი ორგანიზაციაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ორგანიზაციის სტრუქტურაში ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ შემოგზავნილი ადამიანები. როგორც ყავდა კუდ-ს თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ შეგზავნილი აგენტები, ასევე ყავს სუს-ს შემოგზავნილი „ნაციონალურ მოძრაობაში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics