20:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 17:17:43, 672 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე გიორგი ცაბაძის სახელობის 25-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ლევან კობერიძე დღეს გიორგი ცაბაძის სახელობის 25-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

 „განუზომელია თქვენი როლი მუხიანისა და გლდანის ახალგაზრდობის, აქაური ეკოსისტემის განვითარებაში. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მუხიანი და გლდანი უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ უბნად თბილისში. ამის გაკეთება კი, შეუძლებელია ხელოვნების, კულტურის სფეროს განვითარების გარეშე. დიდი მადლობა იმისათვის, რასაც  უკვე 40 წელია აკეთებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

 შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებსაც მოუსმინა და მასწავლებლებს გვერდში დგომას დაჰპირდა.

 „სამწუხაროა, რომ დღევანდელი მდგომარეობით თქვენ მოხსნილი გაქვთ პედაგოგის სტატუსი. მე მგონია, რომ თქვენი ღვაწლი ახალი თაობის აღზრდაში, სწორედ რომ პედაგოგიკის ნაწილია და გპირდებით, აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს შესაბამის უწყებებთან, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა“,-აღნიშნა ლევან კობერიძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics